განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ,,პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. 

სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: 

აღსანიშნავია, რომ დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.

სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ. 

2020 წელს გამოცხადებული დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებული პირები ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.  დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://directors.mes.gov.ge.  დირექტორობის მსურველებს საშუალება აქვთ, ვებგვერდზე https://el.ge ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კონკრეტული შეკითხვები გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – directors@emis.ge", - აღნიშნულია განცხადებაში.