1747684516
Zoom-ის პრეზიდენტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ვიდეკონფერენციების პლატფორმა Zoom-ის პრეზიდენტი, გრეგ თომბი გაათავისუფლეს. BBC-ის ცნობით, მისი გადაყენების მიზეზები არ სახელდება. მას კონტრაქტი "მიზეზის გარეშე" შეუჩერდა.
გრეგ თომბი კომპანიას 2022 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა. როგორც Zoom-ის პრესსამსახურში აცხადებენ, მისი შემცვლელის ძებნა არ იგეგმება.
შეგახსენებთ, გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ გაუარესებული ფინანსური შედეგების ფონზე, ვიდეოკონფერენციების ამერიკული პლატფორმა თანამშრომლების რაოდენობას 15%-ით ამცირებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ Zoom-ის გუნდს დამატებით 1,300 თანამშრომელი ტოვებს.
ცნობისთვის, Zoom-ი ერიკ იუანმა 2011 წელს შექმნა, პანდემიის დროს კი პლატფორმა რეკორდულად გაიზარდა და პანდემიის შედეგად ყველაზე მოგებულ კომპანიად იქცა.
წყარო: BM.GE