ვალუტის კურსმა გამყარება დაიწყო - ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 39 570 000 აშშ დოლარი გაიყიდა

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 39 570 000 აშშ დოლარი გაიყიდა. ინფორმაციას თავად ბანკი ავრცელებს.

სებ-ის მიერ დღეს გამართულ აუქციონზე გასაყიდად 50 მლნ აშშ დოლარი იყო გამოტანილი. აუქციონზე გაიყიდა 39 570 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3947 შეადგინა, რაც რამდენიმე ნიშნულით დაბალია, ვინაიდან დღეს დილით დოლარის გაცვლითი კურსი 3,4503 გახლდათ.