1734086254
ტურიზმში შემოსავლების ზრდა განპირობებულია იმ გარკვეული ნაბიჯებით, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერაა გადადგმული და ასევეა პირდაპირი რეისების მატება - შოთა ბურჯანაძე
ეს მაჩვენებლები რაც გაქვს მისასალმებელია და ქვეყნის ეკონომიკის და ზოგადად ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად ხელშემწყობია, - აცხადებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.
ბურჯანაძის განმარტებით, ტურისტული ნაკადების და შესაბამისად შემოსავლების ზრდა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც დადებით გავლენას ახდენს.
„ფაქტი, რომ არის ზრდა, ეს განპირობებულია იმ გარკვეული ნაბიჯებით, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერაა გადადგმული. პირდაპირი რეისების ზრდა, კომუნიკაციები რომელიც არსებობს ზოგადად საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს წარმოჩენის მიმართულებით თავის შედეგს იღებს და ვფიქრობ, რომ ტენდენცია, რომელიც არსებობს კვლავაც გაგრძელდება, ჩვენ კოვიდამდე არსებულ ვითარებასაც შეგვიძლია, რომ დავეწიოთ. მთავარია, რომ ქვეყანაში არსებობდეს სტაბილურობა და ის ვითარება, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭიროა ვფიქრობ, რომ გადადგმული ნაბიჯები ამას ხელს შეუწყობს“, - აცხადებს ბურჯანაძე.შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა $3.5 მილიარდი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს +6.5%-ით (210 მლნ. აშშ. დოლარით) აჭარბებს.2024 წლის მე-3 კვარტალში, მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $1.6 მილიარდი შეადგინა. ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2023 წლის მონაცემებს +8%-ით (116 მლნ. აშშ. დოლარით) გადააჭარბა.