რამდენ ლარად იყიდით დოლარს უქმეებზე - ვალუტის ახალი კურსი

დოლარი

17 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.19 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9239 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 2.33 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0757 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.