რა ღირს 1 აშშ დოლარი და ევრო დღეს - ვალუტის ახალი კურსი

ვალუტის კურსი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8336 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8336 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8385 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7086 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7349 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0263 ლარი შეადგინა.