ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ
1733806234
ქვეყანაში ტურისტების და შესაბამისად შემოსავლების ზრდას განაპირობებს ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა და ქვეყნის ცნობადობის ზრდა, - ამის შესახებ შესახებ სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფის HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა გიორგი დოლიძემ განაცხადა. დოლიძის განმარტებით, წელს შემოსავლებმა გეგმას 10%-ით გადააჭარბა.
„ბოლო 9 თვის სტატისტიკა, რომ მიმოვიხილოთ წინა წელს რაც დავგეგმეთ შემოსავლების ნაწილში შესრულდა და 5-10%-ით გადააჭარბა კიდეც. პატარა ჩავარდნა იყო მაისში, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რის გამოც დაიკლო რეზერვაციებმა, განსაკუთრებით MICE ტურიზმის მიმართულებით და ისეთ სასტუმროებს შეეხო, რომელთაც დიდი საკონფერენციო სივრცეები ჰქონდათ. თუმცა ამ ყველაფერს მოკლე ეფექტი ჰქონდა, როგორც ტურისტულ კომპანიებზე, ისე სასტუმროებზე. ჩვენი კომპანიის და თბილისის სასტუმროს მაგალითზე, რომ გითხრათ წლევანდელი წელი იმით იყო განსაკუთრებული, რომ ტრადიციული საშუალო სეზონი არ გვქონია, რაც ტრადიციულად იყო, განსაკუთრებით პანდემიამდე. რეალურად წელს დაბალი სეზონიდან პირდაპირ გადავედით მაღალ სეზონზე, იანვრიდან მარტის ბოლომდე დატვირთულობა, რაც გვქონდა ეს იყო 60-65%-ი, ხოლო აპრილიდან მოყოლებული სექტემბრის ბოლომდე ჩვენი დატვირთულობა მერყეობს 78-დან 85%-ის ფარგლებში.
ზოგადად ქვეყანაში ტურისტების და შესაბამისად შემოსავლების ზრდას განაპირობებს ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა, ქვეყნის ცნობადობის გაზარდა სხვადასხვა ქვეყნებში და განსაკუთრებით ევროპული ქვეყნებიდან პირდაპირი ფრენების დამატება. ჩინეთის და ინდოეთის ბაზრების გახსნა და პირდაპირი ფრენების დანიშვნა. ასევე ჩვენი ტურისტული კომპანიების აქტიური მუშაობა უცხოელ პარტნიორებთან, საერთაშორისო გამოფენებზე აქტიურად მონაწილეობის მიღება, პარტნიორული უურთიერთობების გაღრმავება ჩინეთის ბაზართან, ინფო ტურების მოწყობა, რასაც ძლიერი ტურისტული კომპანიები აკეთებენ და ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს სასტუმროებში დიდი რაოდენობით ჩინელი, ან ინდიელი ტურისტი მივიღეთ, თუმცა ზრდა წინა პერიოდთან შედარებით არის. ზოგადად გლობალურად, წლიდან წლამდე ჩინელი მოგზაურების რიცხვი ძალიან დიდი ნახტომით და დიაპაზონით იზრდება“, - აღნიშნა სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფის HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა.
გიორგი დოლიძე მიიჩნევს, რომ ევროპა ერთ-ერთი ყველაზე რთული ბაზარია მოსაზიდად და თუმცა ამ ბაზრიდან ტურისტების მოზიდვას ხელს უწყობს და შეუწყობს პირდაპირი ფრენები, რომელიც ევროპის სხვადასხვა მიმართულებიდან დაგვემატება.
„ევროპელს თუ არ აქვს პირდაპირი ფრენის საშუალება, იმდენად კომფორტის მოყვარულია და თან მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტია, რომ არ უნდა გადაჯდომით მგზავრობა და ამაზე დიდი დროის დახარჯვა. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი ფრენით ჩავიდეს სასურველ ქვეყანაში.
ევროპისთვის საქართველო ძალიან საინტერესო მიმართულებაა, იმიტომ, რომ 4 სეზონის მიმართულებაა, ისტორიით და კულინარიით განთქმული ქვეყანაა. როდესაც ევროპელი საქართველოში ჩამოდის ცდილობს, რომ ძირითადი კუთხეები მოინახულონ, ნახოთ მთაც და ზღვაც და ღვინის კულტურის მქონე რეგიონი, როგორიც არის კახეთი.
წინა წელთან შედარებით ევროპელების ზრდა გაქვს 10%-მდე და ჩვენც ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ევროპელი ტურისტი, როგორც პირდაპირ ასევე ტურისტული კომპანიების რეზერვაციების მხრივ. უშუალოდ ისეთ ტურისტულ კომპანიებთანაც ვთანამშრომლობთ, რომლებიც მხოლოდ ევროპის ბაზარზე მუშაობენ და იქ აკეთებენ ქვეყნის მარკეტინგს. ფასების ნაწილში გაქვს 10%-იანი ზრდა და მომავალი წლის ბიუჯეტშიც ვარაუდობთ, რომ ზრდა 2024 წელთან შედარებით 10%-ია იქნება“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფი HSC Group Hospitality ქვეყნის მაშტაბით ამ დროისათვის 4 მშენებარე პროექტს მოიხცავს და ჯამში მის პორტფელში შედის ქვეყნის 11 ლოკაცია 20 პროექტით.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა $3.5 მილიარდი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს +6.5%-ით (210 მლნ. აშშ. დოლარით) აჭარბებს.
2024 წლის მე-3 კვარტალში, მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $1.6 მილიარდი შეადგინა. ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2023 წლის მონაცემებს +8%-ით (116 მლნ. აშშ. დოლარით) გადააჭარბა.