„გაზპრომი“ –18% – პუტინის მიერ ლუგანსკის და დონბასის აღიარების პარალელურად რუსული კომპანიების ფასი ფსკერისკენ მიდის, გარბის რუბლიც

რუბლი

ვლადიმირ პუტინის სატელევიზიო მიმართვამ, სადაც მან უკრაინის სეპარატისტული ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიები ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რუსული კომპანიების აქციების ვარდნა დაჩქარდა. დავარდა რუბლიც. გაზპრომმა მხოლოდ დღეს კაპიტალიზაციის 18.4% დაკარგა, ბოლო 5 დღეში - 22.7%, როსნეფტმა დღეს 17%, ბოლო 5 დღეში 22%. აეროფლოტმა დღეს 21%, 15 თებერვლის შემდეგ 24.5%. ალუმინის მწარმოებელმა რუსალმა შესაბამისად 18 და 21 პროცენტი.

1 აშშ დოლარის ღირებულებამ bloomberg-ზე თბილისის დროით 23:30 სთ-ზე 80.01 რუბლს მიაღწია.