„ვეძებთ სტუდენტ გოგონას... ვთავაზობთ უფასო საცხოვრებელს და მოსიყვარულე ბებოს“ - რა პოსტი ვრცელდება სოციალურ ქსელში

გიორგი ჟღენტი

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ბევრი სტუდენტი თბილისში გადავიდა სასწავლებლად, საცხოვრებლად. მათ საკუთარი მშობლიური მხარე მიატოვეს. ერთ-ერთი ასეთია ბათუმელი გიორგი ჟღენტი, რომელსაც ბებიის დატოვება მარტო უწევს. 

გიორგი ამაზე წუხს და ეძებს სტუდენტს, რომელიც ბათუმში სწავლობს და საყვარელ ბებოსთან საცხოვრებელს სრულიად უფასოდ სთავაზობს.

„გამარჯობა მეგობრებო, სწავლის დაწყების გამო მომიწია თბილისში საცხოვრებლად გადასვლა. ბათუმში დარჩა ბებო, რომელიც ძალიან არის შეჩვეული ჩემზე და უჭირს მარტო დარჩენა. შესაბამისად, ვეძებთ სტუდენტ გოგონას, რომელმაც ჩააბარა ბათუმში და ესაჭიროება საცხოვრებელი. ვთავაზობთ უფასო საცხოვრებელს (ძველ ბათუმში) და + მოსიყვარულე ბებოს, რომელსაც არ სჭირდება მოვლა (სრულიად ჯანმრთელია და მუშაობს) და თქვენგან მხოლოდ ცოტა სიყვარულს ითხოვს. გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი, იქნებ ვინმესთვის ხელსაყრელი პირობები იყოს“,- წერს გიორგი ჟღენტი.