„თქვენზე ამბობდნენ მოდის სივრცეშიაო...“ - რატომ აკრიტიკებენ ყველაზე მეტად დედა სიდონიას

deda sidonia

მონაზონი, დედა სიდონია სოციალურ ქსელში სასულიერო პირების ჩაცმულობის შესახებ წერს.

„უნიფორმა", ამ შემთხვევაში - ანაფორა სტანდარტულ მოლოდინებს აჩენს! მაგრამ, ვფიქრობ ჯერ საბჭოთა ხელოვნებამ შექმნა მცდარი წარმოსახვები, შემდეგ კი 70 წლიანი პაუზიდან დაბრუნებულმა, სწორ სულიერ მემკვიდრეობა არ მქონე სასულიერო დასმა, რომელთაც, ჯერ დანგრეული კედლების აღდგენა დაევალათ, შემდეგ კი, ხშირ შემთხვევაში - გამოუცდელი, სულიერების არ მცოდნეთა ხელმძღვანელობით ამ დასის გამრავლება. ხოლო სახეზე რაცაა, ვხედავთ.

მეორე, რაც ძალიან მხვდება თვალში, არის ის, რომ იმ ჯგუფებს, ვისაც ეკლესიაზე რაიმე სახის მსჯელობა უწევს, შეინიშნებიან ძალიან მწირი ცოდნით, იგივე მონაზვნობის ინსტიტუტზე.

მოგვწონს არ მოგვწონს, საზოგადოებაში როცა არსებობს ასეთი მოცულობის, დიდი თუ მცირე ინსტიტუტები, და გვიწევს მათი შეფასება, მეტი განათლება უნდა მივიღოთ.

მაგალითად, მქონდა ასეთი შემთხვევა. ჩემს მიმართ კეთილგანწყობილია გოგონა, მაგრამ, დიალოგი: - ხოო, თქვენზე ამბობდნენ მოდის სივრცეშიაო.

- ხელსაქმით თავის რჩენა, თუ ლამაზი ნივთები გამომდის, თუ ქართულ ტრადიციულ ორნამენტს ახალი ფორმა ვუპოვეთ და გავაცოცხლეთ, მივიტანეთ საერთაშორისო ხელოვანებამდე, ეს - არამონაზვნურია?

მაშ, არ გვცოდნია პავლე მოციქული, არ გვცოდნია ის წმინდა მამები რომლებიც კალათებს და თოკებს წნავდნენ და ამით ირჩენდნენ თავს, არ გვცოდინია გრიგოლ ხანძთელის მონასტრების ღვაწლი. მთელი კრეატივის და ავანგარდის სათავეში რომ იდგნენ.

მოკლედ, მონაზონი არაა ის, ან ენის ჩლექვით ესაუბროთ - "იი ალ იჩის, ცაკალელი" და არც ის, ვისაც ბეევრი ფული და გავლენები აქვს, ამ წარმოდგენებს შორის არის (უნდა იყოს) სხვა რეალობა", - წერს დედა სიდონია.