საქართველოში ვეღარ უნდა დაბრუნდეს - თამარ ჩერგოლეიშვილი

ტაბულას რედაქტორი

„რუსის ჯარი უნდა კვალიფიცირდეს ტერორისტულ ორგანიზაციად“, - ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც რუსეთში სამსახურს დათანხმდება, საქართველოში ვეღარ უნდა დაბრუნდეს.

„რუსის ჯარი უნდა კვალიფიცირდეს ტერორისტულ ორგანიზაციად და ქართველი (საქართველოს მოქალაქე), რომელიც იქ სამსახურს დათანხმდება, საქართველოში ვეღარ უნდა დაბრუნდეს.ჩვენ დავაყენებთ ამ ინიციატივას!“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.