„პატრონი სასწრაფომ წაიყვანა და მას შემდეგ სასწრაფოს მანქანებს დასდევს, ახლა პატიმარივით გალიაშია...“

dzagli

დახმარება სჭირდება ძაღლს, რომლის პატრონიც სასწრაფომ წაიყვანა და მას შემდეგ ერთგული მეგობარი სასწრაფო დახმარების მანქანებს დასდევს.

„ამ საყვარელმა არსებამ მეზობლის ბავშვს ნაყინი „წაართვა”, შემთხვევით გაკაწრა და გაუძახეს ცხოველთა მონიტორინგში.  ერთ დროს პატრონიც ჰყავდა, თუმცა სასწრაფომ წაიყვანა გარდაცვალებამდე, მის მერე სულ სასწრაფოს მანქანებს ეკიდებოდა და სირენის ხმას მიყვებოდა. ახლა პატიმარივით გალიაშია მოთავსებული, შეშინებული და გაურკვევლობაში.  გთხოვთ იქნებ ვინმეს შეგეძლოთ მისი აყვანა ან ბოლო ვარიანტად მიკედლება მაინც, ყველანაირად დაგეხმარებით. გაავრცელეთ რა“,- წერს თამთა ჩიგლაძე.