,,მეტყვი ახლა სად წავიდე თუ დაგლეწო?" - რა მოხდა თბილისის ტაქსიში

ტაქსი

,,ინტელექტუალთა კლუბის" მონაწილე კახა მაჩიტიძე, სოციალურ ქსელში, თავს გადამხდარ ამბავზე წერს, რომელიც ტაქსიში შეემთხვა. 

ისტორიამ ფეისბუკმომხმარებლები გაახალისა.

,,ტაქსიში ჩავჯექი. ვდგავართ. გავიდა 10 წამი, ვდგავართ. თან მძღოლს ვათვალიერებ, იმხელაა მარჯვენა დუნდული სიჩქარეების გადამრთველ კოლოფზე უდევს.

გავიდა კიდევ 20 წამი, ისევ ვდგავართ.

ჩავახველე, ვდგავართ. და ამ დროს მესმის: - მეტყვი ახლა სად წავიდე თუ დაგლეწო? მარჯვენა ხელი კარისკენ გავაპარე და ჩუმად შევაღე.

- შენ არ გეუბნები ძმიშვილო, აპლიკაციამ გამიჭედა.

ის შეღებული კარი ჩუმადვე მოვხურე და ჭერზე ხელმოსაკიდს ჩავეჭიდე ცეკას მდივანივით. არა ბიჯო, ამას დავაჩაგრიებ თავს", - წერს მაჩიტიძე სოციალურ ქსელში.

✕