ლოგინიდანაც აღარ დგებიან რომ არ გაიყინონ - გიგა მაქარაშვილი

მაქარაშვილი

მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა მაქარაშვილი საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოხუცების მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, რამდენიმე მათგანი სიცივის გამო საწოლიდანაც კი ვერ დგება.

„საოკუპაციო ხაზზე ცხოვრობენ მოხუცები, რომლებიც ლოგინიდანაც აღარ დგებიან რომ არ გაიყინონ!დღეები გადის ყოველგვარი საკვების გარეშე  სრული ჯოჯოხეთია ხალხო, ასე აღარ შეიძლება!“, - წერს გიგა მაქარაშვილი.