„გააზრებული მაქვს ყველაფერი, რამდენად საშინელი ამბები დატრიალდება ჩემს თავს“ - დომენიკ მანგო მიმართვას ავრცელებს

ბლოგერი

მზად ხართ პოლიტიკური ბრძოლებისთვის? წინ ძალიან რთული, ბევრი დამცირებების, ბევრი სიბინძურეების გამკლავება მოგვიწევს. გააზრებული მაქვს ყველაფერი, რამდენად საშინელი ამბები დატრიალდება ჩემს თავს,- ამის შესახებ აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში წერს და გამომწერებს მიმართავს.

„ვინც ბოლომდე გაუძლებთ ამ დარტყმებს ჩემთან ერთად, შედეგი უტკბილესი იქნება. მოქმედებები არა თუ შეწყდება, არამედ გაათმაგდება. თუ მანამდე მარტო მე დავდიოდი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახლა მთელი ჩემი გუნდი იქნება მუდმივად გზაში. თუ მანამდე თითო-თითო ლარით ვითხოვდი ადამიანის გადარჩენას, ახლა მთელი ჩემი გუნდი აირეკლავს მდგომარეობას საქართველოში და კოლექტიურად ვიზრუნებთ საერთო პრობლემის გადაჭრაზე. ისეთ პროცესებს შევქმნი, რომ ცხადი იქნება რისთვის გვაქვს საბრძოლი. არანაირი მტრობა და სხვისი ლანძღვა არ იქნება ჩვენში, მხოლოდ იმას მოისმენთ, თუ რისთვის და ვისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ საერთო მდგომარეობა შეიცვალოს“, – წერს ის.

ასევე ნახეთ:

საჩუქარი მეუღლისგან და რომანტიკული კადრები - რა ფოტოებს გვიზიარებს თაკო ნაცვლიშვილი

„ჯოჯოხეთი ვნახე! ასეთი სურათი ფილმებში მაქვს ნანახი“- რას წერენ თვითმხილველები ქუთაისში მომხდარ ავარიაზე

ემოციური ვიდეო: „ამისრულდა ღმერთო ნატვრა…” - თედო ბექაურმა მისი გულშემატკივარი ბებო მოინახულა