დედა ალბათ იმ ძალიან ცოტათაგანია, ვინც ასე ახლოს არის იმ უპირობო სიყვარულთან რომელზეც ბევრს საუბრობენ და მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას… “ – ქრისტინე იმედაძის ემოციური მილოცვა იუბილარ დედას

qristine imedaZe

ქრისტინე იმედაძე დედას, ირმა გოგლიძეს დაბადების დღეს ულოცავს.

მომღერალი სოციალურ ქსელში დედაზე ვრცელ, ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მას უანგარო სიყვარულის დიდი უნარი აქვს არა მხოლოდ შვილის, არამედ სხვა ადამიანების მიმართ.

ქრისტინე იმედაძე საზოგადოებას დედასთან ერთად გადაღებულ ბავშვობის კადრებს უზიარებს:

„ჩემს ირგვლივ არსებულ დედებს შორის ჩემი დედა ყველაზე ხისტი, მკაცრი და ზედმეტად ობიექტურია…
აქვე უანგარო სიყვარულის დიდი უნარი აქვს ჩემს და სხვა ადამიანების მიმართ… ალბათ იმ ძალიან ცოტათაგანია, ვინც ასე ახლოს არის იმ უპირობო სიყვარულთან რომელზეც ბევრს საუბრობენ და მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…
უმრავლესობის წარმოსახვაში რომ ვერ დაიბადება გამართლება (ხშირად მისთვის უცხო ადამიანსაც) ერთი შეხედვით თითქოს და უპატიებელ საქციელს ისეთი ხედვის რაკურსს შეურჩევს და გაამართლებს, რომ მინიმუმ დაგაფიქრებს ეს ხედვა დაუშვა და არსებობის უფლება მიანიჭო… ოღონდ ეს ეხება ყველას ჩემს გარდა, ჩემთან სხვა აღზრდის მეთოდებია  
მე სულ კურსზე მტოვებს… ვერ ვეღირსე დიპლომს.  
საიმედო, სრულიად უსაფრთხო და ძალიან ნამდვილი მეგობარია ადამიანებისთვის… კარგი იუმორი აქვს,ზოგჯერ მწარეა მისი გამოხატვის ენა

მაგრამ თვითონ ძალიან კეთილია სინამდვილეში… საკმაოდ იშვიათი დიზაინის სიცოცხლის ფორმაა ეს ჩემი დედა… ყოველთვის ინტერესიანი იყო და ჩემი ცხოვრებაც აავსო საინტერესო თავგადასავლებითა თუ ცოდნით… სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის გახანგრძლივების ბევრნაირ მეთოდს ფლობდა ჯერ კიდევ მაშინ როცა ინტერნეტი არ არსებობდა…დიდი ენერგია ჩადო ჩემი ეკოლოგიურად აზროვნების, ჯანსაღი ცხოვრების და მუდმივად სამყაროს შეცნობისა და აღმოჩენების – დაუსრულებელ პროცესად ქცევაში…აღფრთოვანების და მადლიერების მუდმივი არსებობა, რომ ზემოთ ხსენებულის განუყოფელი ნაწილია… რომ სისტემატურობაა ყველა წარმატების საწინდარი… რომ ჩემი ადამიანების სიყვარული ზმნაა და სულ უნდა იყოს მოქმედებაში… რომ არ არსებობს ერთჯერადი ქმედება სამუდამო შედეგით…რომ სამყარო და მასში არსებული ყოველი დეტალი- ჩემს მათ მიმართ დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული…კიდევ ბევრი შემიძლია ვწერო,მაგრამ მილოცვა მინდოდა და სხვაგან გადამეხვია…გილოცავ! ბედნიერებას გისურვებ და მადლობა ყველაფრისთვის“ – წერს ქრისტინე იმედაძ