წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„28 თებერვალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, გ.შატბერაშვილის ქ. N46-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 28 თებერვლის 23:30 საათიდან 1 მარტის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

შატბერაშვილის ქუჩა ჩიხებით შესახვევებით, მარაბდის ხევს,ჟვანიას, მარაბდის, შროშის, კეკელiძის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.