1772918011
წყალი 8 საათით შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს.
„23 იანვარს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის მოედანზე წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 23 იანვარს 23:00 საათიდან 24 იანვრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
გორგასლის N 1-79 (კენტებს) N 2-26 (ლუწებს), გორგასლის მე-2, მე-3 და მე-4 შესახვევებს (მათ შორის პროკურატურას, შსს, იუსტიციის, ფინანსთა სამინისტროებს.) აბანოს, ახუნდოვის, გრიშაშვილის N 1-19 (კენტებს), N 2-16 (ლუწებს), ფაბრიკის, ფაბრიკის შესახვევს, გიორგი გურამიშვილის, გულუას N 10; ალექსანდრე შიმკევიჩის, ძმები სიმენსების და იბრაჰიმ ისპაჰანლის N 1-5 (კენტებს), N 2 ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge", ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე ნახეთ:
„ვიტყოდი უმაკიაჟოდ მახინჯი ვარ-მეთქი, მაგრამ ასე არ ვფიქრობ…” - რა კადრებს აქვეყნებს სალომე უშხვანი
3 თვის ბავშვი მაღაზიაში დატოვეს და გაიქცნენ - რა მოხდა Walmart-ში











