1791533210
წყალი 8 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
,,ხვალ, 9 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, მაჭავარიანის ქ. N6ბ-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოების ჩაატარებს
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 9 მარტს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
ცაცხვების ქუჩას შესახვევებით და ჩიხებით, ნიკოლოზ დგებუაძის, მზია ერისთავის, ივანე გვარამაძის, ტოგო გუდავას ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.











