წყალი 8 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 13 ნოემბერს კომპანია სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების გამო, აბონენტების ნაწილს 13 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდებათ.

„კომპანიის ჯგუფები, სამუშაოებს ხვალ, 13 ნოემბერს დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და ინტენსიურ, უწყვეტ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 13 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვარკეთილის III მასივს, კალოუბნის ქუცას, თრიალეთის N2-20, N1-11, საცხენისის, რევაზ მამისაშვილის, ანდრია დადიანის, ბაღდავაძის, ქიზიყის N1, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, ლორთქიფანიძის, კაკლიანის, ბერიშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის N 7, 9, 10, N33ა, N 34-54, N46-76, 17 შინდისელის, აეროდრომოს მე-8 და მე-10 ქუჩებს, ზურაბ ჩაჩუა 1-ელ და მე-2 გასასვლელს, ძეგლევის, ხვედელიძის, სერგი ჯიქიას N1, გიორგი აბაშვილის, გ.ბერიაშვილის, ზურაბ მახარაშვილის, ნოე რამიშვილის და აბულაძის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.