რამდენი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო დღეში ფორმაში ყოფნისთვის - ახალი კვლევა
1752525426
წერეთლის გამზირზე 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები და იანვრის ბოლოს დასრულებული იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები. ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას შევპირდით, რომ იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები სრულად იქნება დასრულებული. ამ პირობას ჩვენ მივყვებით და აუცილებლად შევასრულებთ. ღამის განმავლობაშიც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ამას შეიძლება გარკვეული სახის დისკომფორტი ჰქონდეს მოსახლეობისთვის, თუმცა სხვა შემთხვევაში შეუძლებელია სამუშაოების დამთავრება. ამიტომ 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები და იანვრის ბოლოს დასრულებული იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.