„თელასი“ განცხადებას ავრცელებს

თელასი

დედაქალაქის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით სს „თელასი“ დროებით აჩერებს გეგმურ სამუშაოებს.

წყალმომარაგების სრულ აღდგენამდე კომპანია „თელასი“ არ ჩაატარებს საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ ქსელის რეაბილიტაციისა და მოდერნიზების მასშტაბურ სამუშაოებს.