პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმის მოცულობა მიმდინარე წლის ათ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 334 000 ლარით შემცირდა.
როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ათი თვის ანგარიშშია აღნიშნული, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში უბილეთოდ მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმის რაოდენობამ 2,753,562 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ჯარიმების რაოდენობა 3,087,325 იყო.
ცნობისთვის, უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თბილისში, კონტროლიორებმა დაახლოებით 138 000-მდე ჯარიმა დაწერეს.