თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ილუზიონისტ ზურაბ ვადაჭკორიას სახელი მიენიჭა

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ილუზიონისტ ზურაბ ვადაჭკორიას სახელი მიენიჭა

ამიერიდან, თბილისში ზურაბ ვადაჭკორიას სახელობის ქუჩა ოფიციალურად არსებობს. ცნობილი ილუზიონისტის სახელობის ქუჩა ჩუღურეთში, სწორედ იმ უბანში მდებარეობს, რომელშიც ის ცხოვრობდა.

ცერემონიას თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, ზურაბ ვადაჭკორიას ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

ზურაბ ვადაჭკორია იყო ილუზიონიზმის თანამედროვე კულტურის დამფუძნებელი საქართველოში. ის, 57 წლის ასაკში, 2018 წელს გარდაიცვალა.