1760126513
თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ერთი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.
"საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს, უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას", - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.








