სიახლე მგზავრებისთვის - რა ინფორმაციას ავრცელებს დედაქალაქის მერია

გადახდა ავტობუსში აპლიკაციით

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მგზავრებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს:

დედაქალაქში უკვე შემოსულია MAN-ის მარკის 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. ამ ეტაპზე, ექსპლუატაციაშია 75 ერთეული, დანარჩენი 25 ავტობუსი კი მარშრუტებზე ეტაპობრივად გადანაწილდება.

დედაქალაქის მოსახლეობას 75 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ხუთ მარშრუტზე: N302, N308, N309, N310 და N314 ემსახურება.

მუნიციპალიტეტის მიერ დამატებით შესყიდულია 100 ერთეული ავტობუსი. საერთო ჯამში, თბილისში 200 ერთეული, გაზზე მომუშავე 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს“, - ნათქვამია განცხადებაში.