შუქი ისევ მთელი დღით გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

შუქი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო  24 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი  ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალის, მირიან მეფის, პეტრე იბერის (ნაწილობრივ), ვეფხისტყაოსნის, ავთანდილის, ასმათის, დავარის, საბურთალოს და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შავთელის, ჩახრუხაძის, ავლევის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიჩურინის, ართვინის, კაპანაძის და მამარდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სხვა ამბები:

სასწაული ციხისჯვრის მონასტერში - თვითმხილველის თქმით, განათების შუქზე ღვთისმშობლის გამოსახულება გამოისახა

დედამიწა სამდღიანი მაგნიტური ქარიშხლით დაიფარება - რისი ცოდნაა აუცილებელი

„ყველაზე მეტი კითხვა „ბოიფრენდზეა“ - შორენა ბეგაშვილი საყვარელი მამაკაცის ფოტოს აქვეყნებს