რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - აქციის მონაწილეები პროტესტს რკინის ჯებირებზე ბრახუნით გამოხატავენ

აქცია რუსთაველზე

საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. აქციის მონაწილეებმა შეკრება, დაახლოებით, 19:00 საათზე დაიწყეს.

პროტესტანტებმა პარლამენტთან დამონტაჟებულ რკინის ჯებირებს უბრახუნებენ და ხმაურის გამოწვევით ცდილობენ, გამოხატონ პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამასთან, აქციის მონაწილეები ლაზერებს ანათებენ პარლამენტის სათვალთვალო კამერებს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მალევე შეუერთდნენ ის პირები, რომლებიც დღეს დილით იმყოფებოდნენ ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან და იქ გამოხატავდნენ პროტესტს.

9 აპრილის ქუჩაზე (ყოფილი ჩიტაძის ქუჩა) სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, რომლებსაც კორდონი აქვთ გაკეთებული. ჯერ-ჯერობით, ადგილზე არ იმყოფება სპეცრაზმი.