transporti

ორი დღის წინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ორი დღის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღის განმავლობაში მგზავრთა ჯამური გადაყვანის რაოდენობა მეტროსა და ავტობუსში იყო მილიონ 35 ათასი.

„ეს არის რეკორდული მაჩვენებელი, როგორც მეტროსთვის, ასევე ავტობუსისთვის. მეტროს შემთხვევაში განხორციელდა 502 508 მგზავრობა, ავტობუსის შემთხვევაში 532 076 მგზავრობა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მეტროს პირველი ხაზიდან მეორე ხაზზე გადასასვლელ გვირაბში თქვენ იცით, როგორი პრობლემები იყო, იცით, რომ ფიოზიკურად გავლა შეუძლებელი იყო, რაც ძალიან დიდი დისკომფორტს წარმოადგენდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მეტროს აღნიშნულ მონაკვეთს იყენებდნენ. იცით, რომ სადგურის მოედანზე ჩვენი თანამშრომლებით დავიწყეთ ნაკადების მართვა, რაც წარმატებით მიმდინარეობს.

პირველ რიგში მინდა, ჩვენს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. მნიშვნელოვანია ამ საქმის გაგრძელება, განსაკუთრებით პიკის საათებში, როცა ყველაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება ამ სივრცეში. დღეის მდგომარეობით, მთელი ერთი კვირის განმავლობაში გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა. ვაკვირდებოდით პროცესებს. ნაკადების მართვას გავაგრძელებთ, როცა მგზავრთა დიდი რაოდენობა მოიყრის თავს სადგურის მოედნის გვირაბში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავარი სიახლეები