GWP ინფორმაციას ავრცელებს

წყალმომარაგება

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ინფორმაციას ავრცელებს.

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება შეზღუდული აქვს.

კომპანიის ცნობით, მოსახლეობას წყლის მიწოდება, 28 იანვარს, დილის 10 საათზე აღუდგება.

,,27 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, გ.ისაკაძის ქუჩაზე ქსელზე  წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 27 იანვარს 10:00 საათიდან  28 იანვრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:
კანდელაკის , ბუდაპეშტი (იგივე ფანჯიკიძე) , ამბროლაურის (ჭილიძის), მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ისაკაძის, ონიაშვილის , ლვოვის , ზოვრეთის , ოდესის , ვაზისუბნის, მირზა გელოვანის , ზემო ვეძისის, მეგრელაძის, ჰეიდარ აბაშიძის , იმედაშვილის, გამრეკელის, ვ. ფშაველას N1-23(კენტებს), პეკინის გამზ N33-43(კენტებს) N40-46(ლუწებს), ტაშკენტის ქუჩას N21-89(კენტებს) და N16-82(ლუწებს); შარტავას N35-75(კენტებს) და N52-72(ლუწებს); გაგარინის ქ. N1-27 (კენტებს) N2-16(ლუწებს), ოჩამჩირის, დარასელიას, ქანთარიას, სოკრატ არშბას და აკაკი გახოკიძის ქუჩებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.