დიდუბის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა

დიდუბის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩის N38-ში განახლებული რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა. 5 000 კვ.მ. ტერიტორია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს შორისაა განთავსებული, კაპიტალურად რეაბილიტირდა. ასევე, განახლდა საპარკე ინვენტარი და მოეწყო შადრევანი.

„დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ტერიტორია მოწესრიგებული და განახლებულია. ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო დასასვენებელი სივრცე და საბავშვო ატრაქციონები, ძაღლების სასეირნო სივრცე, რომელიც შემოღობილია, ძალიან სასიამოვნო გარემოა დასვენებისთვის და გართობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და თბილისის საკრებულოს წევრი გივი ჩხარტიშვილი. პროექტის განხორციელებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 644 444 ლარი დაიხარჯა.