1713942636
დღეს შუქი გაითიშება - თელასი მოსახლეობას აფრთხილებს
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
კრწანისის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალის, გორგასლის, კრწანისის, ნიშნიანიძის, კოსტავას, ხეივნის და შავნაბადას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.“ - ნათქვამია განცხადებაში.