ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო

შუქი გაითიშება

„თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს  ბაღის მიმდებარე ტერიტორიის, კოსტავას, მელიქიშვილის და ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და მამკოდის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, პეტრე იბერის, აფაქიძის, ბოჭორიშვილის, ასლანიდის, ბერბუკის, ტყვარჩელის, ფიზკულტურის, კვერნაძის და ალმასიანის ქუჩების  მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.