3 მარტს წყალი შეწყდება- გადაამოწმეთ მისამართები

წყალი

3 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩა N29-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, მაგისტრალურ მილზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს  ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 3 მარტს საღამოს 23:00 საათზე დაიწყებენ. 

 მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში  შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 3 მარტს, საღამოს 23:00 საათიდან 4 მარტის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონი: დიდი დიღმის 1 მ/რ-ს, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩას, თინათინის და მეფე მირიანის ქუჩებს.

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS - შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით gwp.ge

✕