3 დეკემბერს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

შუქი გაითიშება

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 3 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუტუზოვის, ცაგარელის, გამრეკელის, მიცკევიჩის, საირმის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ფონიჭალის III მიკრორაიონის მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელის, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის, სოფელი კოჯრის, სოფელი კიკეთის, სოფელი თელეთის და სოფელი ბეთანიის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.