თბილისში კორონავირუსის 9 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება - ნახეთ რა ხდება საქართველოს სხვა რეგიონებში

კორონავირუსი საქართველო

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია. 11 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვმა 19 ათასს გადააჭარბა. აქედან 11 ათასზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

ნახეთ, როგორ არის გადანაწილებული ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოს სხვა რეგიონებში:

თბილისში გამოვლენილია 9 493 შემთხვევა, აჭარა - 1 654, იმერეთი - 2 760, ქვემო ქართლი - 980, შიდა ქართლი -1 184, გურია - 580, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 327, კახეთი - 1 110, მცხეთა-მთიანეთი - 410, სამცხე-ჯავახეთი - 371, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 99.

ცნობისთვის, საქართველოში 11 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის 19 968 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 55 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი  31.11%-ია.