1763237570
თბილისში კორონავირუსის 11 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება - ნახეთ რა ხდება საქართველოს სხვა რეგიონებში
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია. 1-ელ თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვმა 24 ათასს გადააჭარბა. აქედან 11 800 ათასზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.
ნახეთ, როგორ არის გადანაწილებული ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოს სხვა რეგიონებში:
თბილისში გამოვლენილია 11 800 შემთხვევა, აჭარა - 2 204, იმერეთი - 3 134, ქვემო ქართლი - 1 199, შიდა ქართლი - 1 461, გურია - 473, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 628, კახეთი - 1 059, მცხეთა-მთიანეთი - 683, სამცხე-ჯავახეთი - 471, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 36 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 28.41%-ია.











