საწოლფონდის 45% თავისუფალია - შემთხვევების მატების მიუხედავად, ჰოსპიტალურ სექტორში მიმართვიანობა არ გაზრდილა

ჯანდაცვა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 15 ათასს გადააჭარბა.  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ შემთხვევების მატების მიუხედავად, ჰოსპიტალურ სექტორში მიმართვიანობა არ გაზრდილა. 

„დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 87 609 აქტიური შემთხვევაა. აქედან ჰოსპიტალურ მკურნალობას იტარებს 4595 პაციენტი, რეანიმაციაში კი 283 ადამიანი იმყოფება. შემთხვევების მკვეთრ მატებასთან ერთად, ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების ნაკადი აქტიურად არ გაზრდილა.

საწოლფონდის დაახლოებით 45%-ია თავისუფალია. იგივე შემიძლია ვთქვა, ბავშვების საწოლფონდზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

✕