როდის შემცირდება ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში

კორონავირუსი საქართველო

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანა „ომიკრონის" გავრცელების პიკზე იმყოფება და 10-14 დღის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შემცირებას დაიწყებს.

მისივე თქმით, ეს შტამი პანდემიის სრული დასასრულის წერტილი არ არის.

„დღევანდელი ეპიდსიტუაცია გვაძლევს იმის თქმით საშუალებას, რომ ჩვენ „ომიკრონის" პიკზე ვიმყოფებით. გვაქვს სულ მცირე პერიოდი დარჩენილი, დაახლოებით, 10 დღე, 2 კვირა და ამის შემდეგ ის დაიწყებს კლებას.

„ომიკრონი" არ არის პანდემიის სრული დასასრულის წერტილი. არ მიიღოს მოსახლეობამ ისე, რომ თითქოს ჩვენ რამე ახალს ველოდებით, ან​ გართულებებზე ვსაუბრობ. ყველა ვირუსი, რომელიც მთელ დედამიწაზე დღევანდელ დღემდე, მრავალი საუკუნის განმავლობაში გავიარეთ, ჩვენს ორგანიზმში არსებობს და ჩვენ მასთან ერთად ვცხოვრობთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსებთან ერთად ცხოვრება“, - განაცხადა დევი ტაბიძემ „კვირას“ პრესკლუბში.