შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
კახეთში არასრუწლოვანთა ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, უკვე 15- 20 პროცენტი ბავშვია - ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი უკვე მაღალია.
„ეს არ არის დაბალი მაჩვენებელი, ტესტირების ცენტრებშიც მიმართვიანობა გაზრდილია. რეგიონში „ომიკრონიც“ უკვე დაფიქსირებულია. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თელავშია და მას სხვა მუნიციპალიტეტები მოჰყვება"- განაცხადა ხიზანიშვილმა.
თელავის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი, თამილა თეიმურაზიშვილი ადასტურებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბავშვთა მიმართვიანობა გაზრდილია.
„ბოლო დღეებში მომართვიანობა გაიზარდა , ერთ დღეს, 12 შემთხვევაც დადასტურდა. ჩვენს გარდა, ტესტირების ცენტრებსაც ხომ აკითხავენ. შტამს აქ ვერ ვიკვლევთ, მაგრამ ალბათ ანაცვლებს ომიკრონი უკვე, რადგან უმთავრესად, ცხვირიდან ჩამონადენითა და ოდნავი ყელის ტკივილით ვლინდება“, განაცხადა თეიმურაზიშვილმა.
ინფიცირებული ბავშვები, საჭიროების შემთხვევაში, სამკურნალოდ კახეთიდან თბილისის სხვადასხვა კლინიკებში, რეანომობილით გადაჰყავთ, რადგან კოვიდინფიცირებული ბავშვების სამკურნალო სტაციონარი, რეგიონში არ არის.