ჰანს კლუგემ განმარტა რა შემთხვევაში შეძლებს მსოფლიო პანდემიის მიმდინარე წელს დამარცხებას

ჰანს კლუგე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განმარტა რა შემთხვევაში შეძლებს მსოფლიო პანდემიის მიმდინარე წელს დამარცხებას. 

ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. 

„ჩვენ ვხედავთ, რომ ინივიდუალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. თუ ის ხალხი, ვინც თავს კარგად არ გრძნობს ან ვისაც მაღალი სიცხე აქვს, სახლში კარანტინში დარჩება, დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე წელს პანდემიის მწვავე ფაზიდან გამოსვლას შევძლებთ“, - აღნიშნა ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ТАСС-თან ინტერვიუში.