ესეც გადაივლის - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი

„აქტიური შემთხვევები ისტორიულ მაქსიმუმზეა“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შემთხვევების რაოდენობა კვლავ მოიმატებს, ამიტომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ.

„აქტიური შემთხვევები ისტორიულ მაქსიმუმზეა, კიდე გაიზრდება! ჰოსპიტალიზაცია (6%) ისტორიულ მინიმუმზე, კრიტიკული ყველა წინა შტამის დამსახურებაა.გთხოვთ ატარეთ პირბადე და ბუსტერი დაიმატეთ ვისაც ამის დრო მოგივიდათ.საპანიკო არაფერია, ესეც გადაივლის“,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.