ჩვენ ჯერ კიდევ პანდემიის შუაში ვიმყოფებით - მარია ვან კერხოვე

მარია ვან კერხოვე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის აღმოჩენის შემდეგ მსოფლიოში დაინფიცირების 130 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსს ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინციდენტების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელის აბდი მაჰამუდის თქმით, ვაქცინის არსებობის ეპოქაში ვირუსით ნახევარი მილიონი ადამიანის დაღუპვა საგანგაშო და შემაშფოთებელია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში „ომიკრონის“ გავრცელების პიკს ჯერ კიდევ არ გადაუვლია.

„ჩვენ ჯერ კიდევ პანდემიის შუაში ვართ. იმედი მაქვს, რომ დასასრულისკენ მივდივართ, თუმცა ბევრ ქვეყანას „ომიკრონის“ პიკი ჯერ კიდევ არ გადაუვლია“, –  განაცხადა მარია ვან კერხოვემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

დაავადებები, რომელსაც კორონავირუსი ტოვებს (?) - ზაზა წერეთლის რეკომენდაცია