ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენია გარდაცვლილი

კოვიდი

საქართველოში კორონავირუსის 6 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 909 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.