წყალტუბოს ახალი სიცოცხლე

წყალტუბოს მეორე აუქციონზე სახელმწიფომ 12 სანატორიუმიდან ვერცერთი ვერ გაყიდა

წყალტუბოს პრივატიზების მეორე აუქციონზე სახელმწიფომ 12 სანატორიუმიდან ვერცერთი ვერ გაყიდა, პირველ აუქციონზე კი, რომელიც 4 აგვისტოს დასრულდა, მხოლოდ 2 სანატორიუმი „თბილისი“ 3.152 მლნ ლარად, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ 5.830 მლნ ლარად გაიყიდა.

4 აგვისტოს, პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ, გამოტანილი 12 სანატორიუმით ინვესტორები ამჯერადაც არ დაინტერესდნენ. შედეგად 27 396 000 ლარად შეფასებული ქონება სანატორიუმები: „უშიშროება“, „წყალტუბო“, „სამგურალი“, „სავანე“, „რკინიგზელი“, „მეგობრობა“, „იმერეთი“, „გეოლოგი“, „გელათი“ და „აია“ კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. ყველაზე ძვირადღირებული სანატორიუმი, რომელიც გასაყიდად გამოვიდა, არის ყოფილი სასტუმრო "უშიშროება", რომელიც 6,886 კვადრატული მეტრის შენობას და 250,768 კვადრატული მეტრის მიწას აერთიანებს. სასტუმროს საწყისი ფასი 8.47 მილიონი ლარი, მათში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა კი 25.4 მილიონი ლარია. მეორე ადგილზეა უკვე გაყიდული "მედეა", რომელიც 16,222 კვადრატული მეტრის შენობას და 76,621 კვადრატული მეტრის მიწას მოიცავს