ქართული კუპატი მსოფლიოს საუკეთესო 50 სოსისს შორის დასახელდა

kupati

კულინარიულ ვებგვერდ TasteAtlas.com-ზე მსოფლიოს საუკეთესო 50 სოსისის სიაში 42-ე ადგილას ქართული კუპატი მოხვდა.

კუპატმა ვებგვერდის მომხმარებელთა შეფასებით, 5-დან 3.9 ქულა მიიღო.

გამოცემა წერს, რომ კუპატი ცხარე ქართული სოსისია, რომელიც ღორის ან საქონლის ხორცით, ხახვითა და ისეთი არომატიზატორებით მზადდება, როგორიცაა შავი პილპილი, დარიჩინი, ნიორი, მარილი და ქინძი.

კუპატის შესახებ ასევე ვკითხულობთ, რომ ის განსაკუთრებით პოპულარულია კავკასიის რეგიონში და მას ყველაზე ხშირად გრილზე ამზადებენ. ასევე აღნიშნულია ისიც, რომ კუპატს ტრადიციულად მჟავე კომბოსტო ან დაჭრილი ხახვი მოჰყვება და ახლად დაჭრილი ქინძი და ბროწეულის მარცვლები ამშვენებს.

რაც შეეხება რეიტინგის საუკეთესო ხუთეულს, ისე ასე გამოიყურება:

1. Chistorra – 4.5 ქულა (ესპანეთი)2. Morcilla de Granada – 4.5 ქულა (ესპანეთი)3. Regensburger Wurst – 4.5 ქულა (გერმანია)4. Alheira de Vinhais – 4.5 ქულა (პორტუგალია)5. Chorizo – 4.4 ქულა (ესპანეთი)