ზოდიაქოს ამ ოთხი ნიშნისთვის, დღევანდელი დღე იღბლიანია - ნახეთ, ცაგარელის პროგნოზი

ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის, მთვარე კი, თავისუფლების მოყვარე, მეტად მეგობრული მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს, რადგან სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული ნებისმიერი საქმის წარმატებით წარმართვა.

მოერიდეთ ფორიაქს. არ ღირს საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა საუბარი, რადგან ბევრი ეცდება ხელის შეშლას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისთვის, საზოგადოებრივი და ნოვატორული საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, ლითონებით და მინერალებით ვაჭრობისთვის.

ჯანმრთელობა – არ ღირს ფეხზე დიდხანს დგომა, ჯობია იაროთ, ვიდრე იდგეთ ერთ ადგილას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს და მორიელს.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ძველით ახალ წელსაც აქ შევხვდები“ - ზალიკო ბერგერი კლინიკიდან ვიდეოს აქვეყნებს

VIDEO: ნახეთ, როგორ გამოიყურება ბრაზილიური სერიალების ვარსკვლავი სუზანა ვიეირა - 81 წლის მსახიობის ვიდეო ინტერნეტს იპყრობს