„სასიამოვნო შეხვედრების და გაცნობის თვე...“ - ნოემბრის სასიყვარულო პროგნოზი ასტროლოგისგან

ჰოროსკოპი

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა სტუმრად გადაცემაში „შენი დილა“ იმყოფებოდა, სადაც ნოემბრის სასიყვარულო პროგნოზზე ისაუბრა. როგორც სოფია ბზეკალავამ აღნიშნა, ნოემბერი არის კარმული სიყვარულის თვე, რადგან პლანეტები გადადიან ზოდიაქოს ორ ნიშანში, თხის რქასა და მერწყულში.

ვერძი

მნიშვნელოვანი თვეა თქვენთვის. საშუალება გექნებათ გააცნობიეროთ როგორც საკუთარი, ისე სხვისი შეცდომები. შესაძლოა დაბრუნდეთ წარსულ ურთიერთობებში. არ არის გამოჩნდეს ახალი ადამიანები და ურთიერთობებიც. ხართ ბევრად ძლიერი და გამოცდილი.

კურო

ბევრი საკითხი გაივლის ფასეულობათა სისტემას. შეიძლება იყო სერიოზული დაპირისპირებები პარტნიორთან თქვენი პრეტენზიების შემთხვევაში გმართებთ დაკვირვება. უნდა მოიხსნათ არასრულფასოვნების კომპლექსი. აუცილებელია თვალი გაუსწოროთ საკუთარ თავს. გექნებათ შანსი დაიწყოთ ურთიერთობა, რომელიც ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ტყუპები

სრული ტრანსფორმაციაა ურთიერთობის კუთხით. თითქოს გაცნობიერებული ხართ და იხვეწებით ურთიერთობებში. იწყება ახალი და დიდი ციკლი, რომლებიც აგებულია, სიყვარულზე პატივისცემასა და ნდობაზე. ზოგიერთის შემთხვევაში იქნება საბოლოო ჩამოშლა ტოქსიკურ ურთიერთობებში.

კირჩხიბი

თქვენთვის ეს პერიოდი არის ურთიერთობებში ბავშვური ქმედებისგან გათავისუფლება. უნდა გაითავისოთ, რომ ზრდასრული ხართ და მხოლოდ ამის შემდეგ წაუყენოთ პრეტენზია პარტნიორს. საბოლოოდ დააფასებთ და გაათვითცნობიერებთ, რომ თქვენი პარტნიორი მნიშვნელოვანი ადამიანია. განაგრძეთ კითხვა...