ნახეთ თარიღები, როცა ზოდიაქოს ნიშნები განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყვნენ - ასტროლოგები გვაფრთხილებენ

ასტროლოგია

რეტროგრადული მერკურის დროს შეცდომებისა და თაღლითური მოქმედებების რაოდენობა იზრდება. შესაძლოა, მოულოდნელად მანიპულაციის, ტყუილის, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების მსხვერპლი გავხდეთ.

გარდა ამისა, სამსახურში, პირად ურთიერთობებში, საგანმანათლებლო სფეროში უთანხმოებების რისკიც იზრდება და შესაძლოა, ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც ვგეგმავდით.

2024 წლის განმავლობაში პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში 3-ჯერ იქნება. ეს თარიღებია:

2-25 აპრილი

5-29 აგვისტო

26 ნოემბერი - 16 დეკემბერი

რისი გაკეთება არ არის რეკომენდებული აღნიშნულ დღეებში?

მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყება, ხელშეკრულებების დადება;

დიდი შესყიდვები;

შორ მანძილზე მოგზაურობა;

ტექნიკის შეძენა;

ბიზნესის დაწყება;

სამსახურიდან წასვლა.

რეტროგრადული მერკურის პერიოდი სასარგებლოა იმისათვის, რომ:

დაასრულოთ დაწყებული საქმეები, ან საბოლოოდ თქვათ მათზე უარი;

განაგრძოთ იმის შესწავლა, რაც დიდი ხნის წინ დაიწყეთ, მაგრამ რაღაც ეტაპზე, მიატოვეთ;

მოიშოროთ ყველაფერი ძველი და არასაჭირო;

განაახლოთ ძველი, თუმცა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები და კომუნიკაციები;

დაფიქრდეთ თქვენს იმიჯსა და სტილზე დაm სურვილისამებრ, რაიმე შეცვალოთ.

ასევე ნახეთ:

„დიდი შანსია, რომ თქვენს მომავალ რჩეულს სწორედ ამ წრეში შეხვდეთ...“ - ვის უმზადებს სიურპრიზებს ახალი მთვარე

გაითვალისწინე ეს წესები, რომ 9 თებერვალს თქვენს ცხოვრებაში ბედნიერება და წარმატება შემოვიდეს

„არ შეწყვიტოთ ურთიერთობა...“ - ვისთვის იქნება იღბლიანი მომდევნო 4 დღე და ვის აფრთხილებს ასტროლოგი