ცნობილია, რამდენ დოლარს მიიღებენ RAF-ში გამარჯვებული ქართველი მოჭიდავეები
1783886364
8 ივლისი ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების დღე!
დღეს თითოეულ თქვენგანს გისურვებთ სიყვარულს, სითბოსა და ბედნიერ ურთიერთობებს. ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს, უთხარით თბილი სიტყვები და არ დაივიწყოთ, რომ სწორედ ყურადღება და სინაზე აძლიერებს სიყვარულს.
დღის ენერგიები: 8 • 7 • 6
დღეს შეიძლება მოხდეს ის, რაც დიდი ხანია უნდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი საუბარი, გადაწყვეტილება ან მოვლენა, რომელსაც მუდმივად აჭიანურებდით. შესაძლოა მოულოდნელიც იყოს, მაგრამ თუ ასე ხდება, ესე იგი, სწორედ ახლაა ამის დრო.
ფინანსური თვალსაზრისით დღე ძალიან ძლიერია. თქვენი შრომისა და ძალისხმევის შედეგი შესაძლოა სწორედ ახლა გამოჩნდეს. ნუ შეგეშინდებათ ახალი შესაძლებლობების და თამამად თქვით „კი“ ახალ პერსპექტივებზე
განწყობა შეიძლება დღის განმავლობაში ხშირად იცვლებოდეს. ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აფექტში არ მიიღოთ.
დილა სასიამოვნოდ დაიწყეთ ჩართეთ საყვარელი მუსიკა, მოიწესრიგეთ თავი, ჩაიცვით ისე, რომ საკუთარ თავს სარკეში ღიმილით შეხედოთ. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავად მოგწონდეთ საკუთარი თავი.
მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს მოაწყვეთ პაემანი, ხშირად ჩაეხუტეთ, ხელი ჩაჰკიდეთ და გულწრფელად გამოხატეთ გრძნობები. ხოლო თუ ახლა მარტო ხართ, იზრუნეთ საკუთარ თავზე — გაინებივრეთ სპა პროცედურებით, მასაჟით ან უბრალოდ რამდენიმე საათი მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმეთ.
დაე, ამ დღემ მოგიტანოთ სიყვარული, ბედნიერი მოვლენები, ფინანსური სიუხვე და უამრავი ღიმილის მიზეზი. იყავით ბედნიერები და საყვარლები!